„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44
მიმღები ორგანო
ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.140.016131
„ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 27 ოქტომბერი

დ. ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილებაში ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 08/08/2014, ს/კოდი 010260020.35.140.016105) და დანართის შესაბამისი მუხლები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 

დებულების   მე-9  მუხლის მე-2 პუნქტი:

„2. გამგებელი:

ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამგებელი ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.

ბ) ამტკიცებს საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას, ხოლო ცნობები გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით, რომელთაც აწარმოებს უფლებამოსილი პირი რეესტრის სახით. ის ვალდებულია შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.

გ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით  გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

დებულების მე-17 მუხლის  მეორე პუნქტი:

 „2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და მისი სამოქმედო  ტერიტორია განისაზღვრება  გამგებლის მიერ.“.

დებულების მე-17 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:

,,ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

 ვ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

 ზ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე  ადასტურებს  მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის (კონკრეტულ ადგილზე ხის მოჭრა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოპოვების - კუთვნილების ფაქტის დადასტურება და სხვა) აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს (ბავშვის მშობლებთან ცხოვრების, პიროვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, ოჯახის სულადობის და სხვა).

თ) გამგებელს წარუდგენს  წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;

ი) გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბლანკიანი ფურცელი და ბეჭედი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

კრებსითი — სრული ვერსია