|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის პირველი აგვისტოს №23 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 06.08.2014 წელი, 190040000.35.170.016023). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
|