„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2702-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-31
სარეგისტრაციო კოდი
470010000.05.001.017522
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

 „ვ1) ინფორმაცია შეეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს ან/და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება და ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;“.

  2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

 „გ)  პაციენტზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ოქტომბერი 2014 წ.

N2702-Iს

კრებსითი — სრული ვერსია