განჩინება სს „ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/233
მიმღები ორგანო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-27
განჩინება სს „ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

საქმე № 2/ 2 33

              

                

                                                        გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

 

2014 წლი ს 16 ოქტომბერი

ქ . ქუთაისი

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

         

    ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

      2007 წლის 9 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსული იქნა სს ,, ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის “ (სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით სს ,, ხაოიანი ქსოვილების ქარხანა“) დირექტორის მურთაზ მაჩიტიძის განცხადება და თანდართული მასალები საზოგადოების გადახდისუუნარობისა და ვადამოსული გადახდის ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის მოტივით გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ , რაც 2007 წლის 12 იანვარს მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში .

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსულია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება კრედიტორთა რეესტრში მეორე რიგის მოთხოვნად განსაზღვრის თაობაზე თანხით 46184,28 ლარი.

      სასამართლოს მიაჩნია , რომ უნდა დაინიშნოს სს ,, ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის “ კრედიტორთა კრება .

    სასამართლომ იხელმძღვანელა ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ”  საქართველოს კანონის მე -7, მე -8, 27- ე , სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284- ე , 285- ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.       მოწვეული იქნეს სს ,, ხაოიანი ქსოვილების ფაბრიკის “ კრედიტორთა კრება 201 4 წლის 29 ოქტომბერს 15:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით :

ა ) კრედიტორთა მოთხოვნის შემოწმება.  

2 .   კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ( ქალაქი ქუთაისი , კუპრაძის ქ . № 11 მესამე სართული , სხდომის დარბაზი № 3 ).

3 .   განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4 .   განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს , აგრეთვე იმ პირებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 ( ხუთი ) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ( მის . ქ . ქუთაისი კუპრაძის № 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია . თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი , კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან .

 

               მოსამართლე                                                                                გენადი მაკარიძე                   

 

კრებსითი — სრული ვერსია