|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.05.001.017194) მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პატიმრობიდან განთავისუფლების, აგრეთვე ამ პირის მიერ საპატიმრო ადგილის დატოვების სხვა შემთხვევის თაობაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 17 ოქტომბერი 2014 წ. N2692-Iს |