|
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ინფორმაცია შეეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს ან/და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება და ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;“. 2. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პაციენტზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
ქუთაისი, 17 ოქტომბერი 2014 წ. N2691-Iს |