„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-210
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-30
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.032.016161
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-210

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 20 სექტემბრის №2-206 ბრძანებაში (ვებგვერდი, 20/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.032.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომელთათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრთან შეთანხმებით“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია

კრებსითი — სრული ვერსია