|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1 შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №31 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 21/07/2014; 270070000.35.144.016164). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
|
|