„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
597
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-27
სარეგისტრაციო კოდი
430020000.10.003.018217
„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №597

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის №483 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 სექტემბრის №483 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 11/08/2014, 430020000.10.003.018103)­ შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება ითვალისწინებს სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, აგრეთვე, მემორანდუმებითა და პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინიტროსთვის დასაბუთებულ მიმართვაში დაფიქსირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გრანტის სახით ხარჯების ანაზღაურებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია