საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება № 02-1337 /ო
2014 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (თავი V, მუხლი 22, პუნქტი 6, პუნქტი 7, ქვეპუნქტი „ა“ შესაბამისად б ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,თელავის რაიონულ საავადმყოფოზე“ (მისამართი: თელავი, ალადაშვილის ქუჩა № 2) გაცემული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია - სალიცენზიო მოწმობა № 001995, ბრძანება № 1056/ო, 31.12.2010წ.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,თელავის რაიონული საავადმყოფოს“ დირექტორის ა. საჩიშვილის განცხადებები: № 94448, 22.09.2014წ.; N95839, 25.09.2014წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე