სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
60
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-04
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016195
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე
(ძალადაკარგულია - 04.02.2015; №4)

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის    მე-20 და 25-ე მუხლების, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რეესტრი და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე” სენაკის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს №38 დადგენილება (სსმ 19/08/2014; სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.108.016173).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეხვიჩა ჟიშკარიანი



 

დანართი №1

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა

თანამდებობრივი რეესტრი და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები


 

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები

(ლარებში)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

წამყვანი საჯარო თანამდებობა

4

აპარატის უფროსი

1000

უფროსი საჯარო თანამდებობა

5

განყოფილების უფროსი

790

6

თავმჯდომარის თანაშემწე

700

7

მთავარი სპეციალისტი

560

უმცროსი საჯარო თანამდებობა

8

წამყვანი სპეციალისტი

510

9

სპეციალისტი

470

 


კრებსითი — სრული ვერსია