„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
319
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-27
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016679
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №319

2014 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების  ადმინისტრირების  შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის  2010  წლის  31  დეკემბრის  N996  ბრძანებით  (სსმ,  ვებგვერდი  060111; 200090000.22.033.016112,  3.01.2011წ.)  დამტკიცებულ  ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 22-ე მუხლის მე-12 პუნქტის:

ა)  „ლ“  და  „მ“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ლ)  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე დარიცხული საურავის და ჯარიმის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 50-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად,  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე დარიცხული საურავისა და ჯარიმის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;“;

ბ)  „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის  50-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა  შესაბამისად,  პირის  მფლობელობაში/საკუთრებაში  არსებული  ქონების  და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადის, მასზე  დარიცხული  საურავის  და  ჯარიმის  ჩამოწერის  თაობაზე  საგადასახადო  ორგანოს გადაწყვეტილება,  თუ  პირი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი.“.

2. 752  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„გ) არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია