„ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №76 დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციაში“ შევიდეს ცვლილება: მე-3 მუხლს დაემატოს მე-9, მე-10, მე-11 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისთვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
10. მეცხრე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ხაშურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროქტებზე.
11. მეცხრე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.’’.
|