|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 89-ე მუხლის 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„101. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდება პირი, რომელსაც 2007 წლამდე აქვს მინიჭებული დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შესაბამის სახელოვნებო-შემოქმედებით ან არქიტექტურის სფეროში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 17 ოქტომბერი 2014 წ. N2690-Iს |