„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
594
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-21
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.018214
„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/07/2014, 010320000.10.003.018069) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

„მუხლი 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე პრემიის გაცემის თავისებურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე პრემიის გაცემისას პრემიის ოდენობის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი სარგო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია