,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016148
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2014 წლის 21 ოქტომბერი

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში (ვებგვერდი 15/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016130) შეტანილი იქნეს  დამატება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის  ,,ი“ და ,,კ“ ქვეპუნქტები:

,,ი) ზედამხედველობის სამსახური;

კ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე

კრებსითი — სრული ვერსია