„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 28 მაისის №61/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.016796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-8 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფინანსების სპეციალობით, საჯარო მმართველობის სპეციალობით, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით, განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით, ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;“
|