|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქათველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №13 დადგენილებაში (ს.ს.მ470230000.35.154.016131) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. კომისიის მუშაობაში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მონაწილეობას მიიღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში“. |
2.
ამოღებულ იქნას მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი. |
3.
მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე“. |
4.
მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. მიღებული ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ გასცემს საგარანტიო წერილს, საჭირო სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|