|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისაგან თავისუფლდება: ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა; ბ) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს; 2. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაწესებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|