|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) (ამოღებულია - 02.02.2015, N3): ბ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ბ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი; ბ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ბ.ე) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია. თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერ ვლის დადგენილება N3 - ვებგვერდი , 05.02.2015 წ . |
| მუხლი 2 |
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად , გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა , სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი , ხოლო განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად , გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა , სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან საშუალო სპეციალური განათლება ( ტექნიკუმი ან კოლეჯი ).
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 07.05.2015წ.
|
| მუხლი 3 |
დადგინდეს თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის ტესტირების ეტაპის გამსვლელი ზღვარი სწორი პასუხების 50%. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 ნოემბრის №12 დადგენილება. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|