საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1857
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების I ოქმის II დანართში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთობლივი კომიტეტის № 1/2010 გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
მოწონებულ იქნეს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების I ოქმის II დანართში ცვლილების შეტანის შესახებ“ ერთობლივი კომიტეტის № 1/2010 გადაწყვეტილება.
დადასტურებულ იქნეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერა და მასზე ხელმომწერი საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის ბაკურ კვეზერელის უფლებამოსილება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი