სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1855
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017849
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1855

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

    ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში , „ქოჩების ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობისათვის ს აპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა ;

    ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან ;

    გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელ ება .

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია