ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1848
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017842
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1848

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებული სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია