„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1839
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017833
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1839

2014 წლის 9 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ,  „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით გამოუყოს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია