|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის გ. ქვეპუნქტის ,,ბ“ პრიმა, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ნორმატიული აქტების შესახებ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №18 დადგენილება (ვებგვერდი 17/07/2014 წელი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი №010260020.35.158.016163) |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
დანართი №1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ადამიანური რესურსების მართვას; მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; გამგეობაში დანერგილი კომპიუტეტული პროგრამების ადმინისტრირებას; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას; გამგეობის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იურიდიული განყოფილება; ზ) (ამოღებულია - 06.02.2017, №5); ზ1) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (ტექსტში შემდგომ - გამგებელი). სამსახურის უფროსი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-60 მუხლის, გამგეობის დებულების მე-10 მუხლის, ამ დებულებისა და გამგებლის მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას; დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას. ვ 1 ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას „ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ “ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85- ე მუხლის „ დ “ პუნქტის შესაბამისად , კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების ფლობის ან სარგებლობის შესახებ . ვ2) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გასცემს ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში ბინების და სახლების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ. ზ)გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 5.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის და გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით და გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 8. განყოფილების მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 9. განყოფილების მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2016 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 03.08.2016 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 03.01.2017 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2017 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 მაისის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 29.05.2017 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 06.06.2017 წ. მუხლი 3. სამსახურის ფუნქცია სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის მოხელეების იურიდიულ კონსულტაციას; საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას და გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტების მომზადებას; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში. ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს; საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების მომზადებას; მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; სამსახურებისთვის სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; კადრების საჭიროებათა შესწავლას და მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებას. გ) გამგეობის სამსახურების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ გამგეობის სამსახურებს შორის; ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას; გამართულ კომუნიკაციას გამგეობასა და საკრებულოს შორის; გამგეობის მოხელეების კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. დ) გამგეობის მოხელეების საოფისე მასალებით მომარაგებას; საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; პროგრამული პროდუქტების მომსახურების უზრუნველყოფას; კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირებას და მონიტორინგის; ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში კონტრაქტორების, გარე შემსრულებლების მოძიება და მათთან ურთიერთობების განვითარებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და განვითარება; ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლას, ანალიზს, მონიტორინგს; ადმინისტრაციული ერთეულებში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელების ხელშეწყობას. ზ) გამგებლის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას; მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 03.01.2017 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2017 წ. მუხლი 4. სამსახურის იურიდიული განყოფილება სამსახურის იურიდიული განყოფილება დაგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტაციას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) საკრებულოს ნორმატიული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას. მუხლი 5. სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; დ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ე) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ზ) კონტროლს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; თ) გამგეობის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ი) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას; კ) კონტროლს გამგეობის საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; ლ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციას; მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო გეგმების და სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასებების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას; ნ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას; ო) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას; პ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას; ჟ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; რ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ს) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; ტ) გამგებლის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებას; მუხლი 6. სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება: 1. სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების და საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მოქალაქეთა მისაღების მეშვეობით ,,ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობას; ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; მუხლი 7. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, კეთილმოწყობას; ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას; დ) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალებით მომარაგებას; ე) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული ინვენტარით, ტექნიკითა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ვ) გამგეობის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას. ზ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემული მუნიციპალური მოძრავი ქონების (ინვენტარი, ტექნიკა) აღრიცხვა და კონტროლი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 22.02.2016 წ. მუხლი 8. პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება
სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 14.03.2016 წ.
მუხლი 9. გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 19.05.2015 წ. მუხლი 91 . (ამოღებულია - 06.02.2017, №5) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 03.08.2016 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 03.01.2017 წ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2017 წ. მუხლი 92. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას; ბ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას; გ) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას; დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას; ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრეს-რელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამგეობის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს; ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას; თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალების მომზადებას, ადმინისტრირებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას; ი) პიარის დაგეგმვას და მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; კ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადებას; ლ) სატელეფონო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას (ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა); მ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის ზედამხედველობას, ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზების კონტროლს; ნ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას; ო) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებული ნებისმიერი ჟურნალისტისათვის ინფორმაციის მიწოდებას; პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციის ან კომენტარის მოპოვებაში ჟურნალისტებისათვის ოპერატიული დახმარების გაწევას; ჟ) გამგებლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და გამოქვეყნებას; რ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას; ს) საგარეო ვიზიტების ორგანიზებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 07.02.2017 წ. მუხლი 10. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად. |