საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №510
1997 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
ბ. მაზიაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი ბიძინა მაზიაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე