|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:
|
მუხლი 1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №20 დადგენილებაში. |
მუხლი 2.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (შემდგომში გამგეობის დებულება) განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. გამგეობის დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.“ 2. გამგეობის დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ გ) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება,შინაგანაწესი, სტრუქტურული ერთეულის მისამართი).“ 3. გამგეობის დებულების 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკრებულოს დადგენილებების მიღება ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მიღებულ იქნას საკრებულოს შემდეგი დადგენილებები: ა) ამ დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გამგეობის სამსახურების დებულებები; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული დარგობრივი ტაბელი; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სამსახურების საქმისწარმოების ინსტრუქცია; დ) გამგეობის შინაგანაწესი; ე) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება; ვ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი; ზ)დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ.“. 4. გამგეობის დებულებიდან ამოღებულ იქნეს 41-ე მუხლი ,,მუხლი 41. გამგეობის რეორგანიზაცია.“. |
მუხლი 3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|