|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების
მინიჭების წესი |
| მუხლი 1 |
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესით (შემდგომში – წესი) განისაზღვრება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს: ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება გარდაბნის მუნიციპალიტეტის და ქვეყნის წინაშე; ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან გარდაბნის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. |
| მუხლი 3 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრს – გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს; ბ) საკრებულოს ბიუროს; გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს; ე) გამგებელს. ვ) შვიდკაციან საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. |
| მუხლი 4 |
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი; გ) წერილობითი თანხმობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ. |
| მუხლი 5 |
1. შუამდგომლობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ იხილავს 7 წევრისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ყალიბდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარდგენილი 4 წევრისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი 3 წევრისაგან. 3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას შესაბამისი ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომაზე ირჩევს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის მდივანს და მათი არყოფნის შემთხვევისთვის – მოვალეობის შემსრულებლებს”. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 02.12.2016 წ. |
| მუხლი 6 |
1. სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების ან მე-9 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ხმათა უმრავლესობით გამოაქვს გადაწყვეტილება.
2. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სამუშაო ჯგუფის დასახელება, სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი, თავმჯდომარის და მდივნის მონაცემები, სხდომაზე დამსწრე წევრების მონაცემები, დღის წესრიგი, განსახილველი საკითხების ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები, კენჭისყრის შედეგები და სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის მდივანი (ან მოვალეობის შემსრულებლები). 3. დღის წესრიგის ყველა საკითხს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 4. თუ სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრება წევრი, კენჭისყრისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 5. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დგება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში – მოვალეობის შემსრულებელი”. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 02.12.2016 წ. |
| მუხლი 7 |
სამუშაო ჯგუფის მიერ დადებითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას გარდაბნის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ”.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 02.12.2016 წ. |
| მუხლი 8 |
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს, ,,გარდაბნობის“ დღესასწაულზე, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა.
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წიგნში“, რომელიც ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში. |
| მუხლი 9 |
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული; ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს სამუშაო ჯგუფის სათანადო დასკვნის საფუძველზე. პირველ პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სამუშაო ჯგუფი ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით იხილავს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 ნოემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 02.12.2016 წ. |
| მუხლი 10 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა. |