„ხონის მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების კვლევის პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №46 დადგენილებით დამტკიცებული (ვებგვერდი www.matscne.gov.ge 30/09/2014, 010250020.35.119.016202) დანართში №1 შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 თავის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა“ - პირებს, რომელთაც დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,25 ჰა ოდენობის მიწის ნაკვეთი.
2. მე-2 თავის მე-2 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3“. ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში რეგისტრირებული აქვთ არანაკლები 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი, ნიადაგის კვლევის ხარჯების 80% ფინანსდება დახმარებით, ხოლო 20% თავად ბენეფიციარის მიერ.
|