"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
49
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.119.016205
"ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №49

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. ხონი

 

„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №32 დადგენილებით დამტკიცებული (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge 04/09/2014, 010250050.35.119.016188) ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მე-11 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4”. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინასტრაციული სამსახური;

ა.ა) საქმისწარმოების და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ა.ბ) წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ბ.ა) საფინანსო-სახაზინო განყოფილება;

ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

ბ.გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება;

გ) ეკონომიკის, ქონების აღრიცხვის და მართვის სამსახური;

გ.ა) აგრარულ საქმეთა განყოფილება;

დ) ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური;

დ.ა) ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილება;

ე) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური;

ე.ა) ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება;

ვ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

ზ) შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა, და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახური;

ზ.ა) სოციალურ საქმეთა განყოფილება;

თ) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ) აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახური (ექვემდებარება გამგებელს).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე

კრებსითი — სრული ვერსია