„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
176
მიმღები ორგანო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2014-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-17
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016076
„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №176

2014 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 310150000.54.066.016062) „აეროდრომების სერტიფიცირების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

1. „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. სახელმძღვანელოს შესანახი ადგილი

1. აეროდრომის ექსპლუატანტი სახელმძღვანელოს მოქმედ ეგზემპლარს ინახავს აეროდრომზე, ხოლო სახელმძღვანელოს ასლი - ინახება სააგენტოში“.      

2. აეროდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს მოქმედი ეგზემპლარი“.  

 

2. „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა"უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო) მოთხოვნებს. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა" დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან“.

 

3. დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საშიშ მასალებთან მოპყრობა.

ა) საშიშ მასალებთან მოპყრობის პროცედურები და შენახვასთან დაკავშირებული მონაცემები უნდა შეიცავდეს:

ა.ა) აეროდრომზე სპეციალური ადგილის გამოყოფას ადვილად აალებადი სითხეების (მათ შორის – ავიასაწვავის) და სხვა ნებისმიერი საშიში მასალის (ადვილად აალებადი მყარი მასალების, კოროზიული სითხეების, შეჭირხნული აირების, დამაგნიტებული ან რადიოაქტიური ნივთიერებების) შესანახად;

ა.ბ) საშიში მასალების დადგენილი წესით შემოტანას, შენახვას და დამუშავებას, აგრეთვე, მისგან გათავისუფლებას“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

კრებსითი — სრული ვერსია