„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
588
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-09
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-10
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.018208
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №588

2014 წლის 9 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

„შ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარება და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროგრამების შემუშავება. დასახული ამოცანების შესრულებისათვის  ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფის კოორდინაცია და კონტროლი;

ჩ) სამინისტროს პრიორიტეტების საფუძველზე, სამხედრო-ფსიქოლოგიური სერვისების უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და შემდგომი განხორციელება.“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ)  ფსიქოლოგიური შერჩევისა და  მონიტორინგის დეპარტამენტი.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) ფსიქოლოგიური შერჩევისა და  მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მისაღები, სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის გატარებას და, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პროგრამების შემუშავებას. დასახული ამოცანების შესრულებისათვის ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფის კოორდინაციასა და კონტროლს. ფსიქოლოგიური შერჩევის სისტემის და მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებასა და შემდგომ განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია