„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-17
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.123.016252
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №9 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 18.07.2014. 190020020.35.123.016219/ კერძოდ, დადგენილების დანართის მე-6 პუნქტის გასწვრივ, გრაფაში: „თანამდებობის დასახელება“, სიტყვები: „სამსახურის უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით: „განყოფილების უფროსი“, ხოლო გრაფაში: „თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში“, რიცხვი: „1490“ შეიცვალოს რიცხვით: „900“, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 

/დანართი დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი



დანართი

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობების შესახებ

 


№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი განაკვეთი ლარებში

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2750

2.

საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე

2150

3.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1500

4.

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1500

5.

საკრებულოს აპარატის უფროსი

1490

6.

განყოფილების უფროსი

900

7.

თანაშემწე

800

8.

მთავარი სპეციალისტი

580

9.

წამყვანი სპეციალისტი

550

10.

უფროსი სპეციალისტი

520

11.

სპეციალისტი

450

 


კრებსითი — სრული ვერსია