მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 10 სექტემბრის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.153.016234
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 10 სექტემბრის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №29

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 10 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „63-ე მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  გ. ბ. ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 15 სექტემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამაში და პროგრამაში  ამოღებულ იქნეს  ტექსტი ,,პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 120.300. ლარით. მათ შორის 9.000 ლარი გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახების  (ოთხი და მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვები) სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფის  პროგრამისთვის“.
მუხლი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამაში დაემატოს მე-7 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ,, მუხლი 7 . პროგრამის ღირებულება განისაზღვრება 120.300 (ას ოციათას სამასი) ლარით, მათ შორის 9000 (ცხრა ათასი) ლარი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი ცხრამეტ წლამდე ასაკის შვილი) ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის მიზნით.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი

კრებსითი — სრული ვერსია