„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.117.016224
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 7 ოქტომბერი

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 07/08/2014წ; სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.117.016195)  შევიდეს ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005  წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა“ ჩამოყალიბდეს დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

5

მთავარი საჯარო თანამდებობა – გამგებელი

2650

6

მთავარი საჯარო თანამდებობა – გამგებლის მოადგილე

1300

7

წამყვანი საჯარო თანამდებობა – გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის უფროსი) ხელმძღვანელი

1000

8

წამყვანი საჯარო თანამდებობა – საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

9

უფროსი საჯარო თანამდებობა – გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) განყოფილების უფროსი

810

10

უფროსი საჯარო თანამდებობა – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი

650

11

 უფროსი საჯარო თანამდებობა – მთავარი სპეციალისტი

560

12

უმცროსი საჯარო თანამდებობა – წამყვანი სპეციალისტი

520

13

  უმცროსი საჯარო თანამდებობა - სპეციალისტი

450

 


კრებსითი — სრული ვერსია