„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-197
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.032.016157
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-197

2014 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016067) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს  „ზ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლებისათვის დაადგინოს დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია

კრებსითი — სრული ვერსია