,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N 29 დადგენილებით დამტკიცებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. გამგებლის წარმომადგენლის მიერ ბეჭდის გამოყენების წესის შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს სამსახურებრივი ბეჭედი გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. კერძოდ, დაამოწმოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2014 წლის 23 სექტემბერის #69 ბრძანებით დამტკიცებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობები.“
|