საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2517
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-31
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.002.118
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 86) 132-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო ორგანოები ვალდებული არიან, აღკვეთონ საბაჟო საზღვრის გადმოკვეთა სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ ამ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და საერთო წონა – 44 ტონას, საბაჟო საზღვარს გადმოკვეთენ მხოლოდ აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას, მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადმოკვეთა დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 19 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2517-რს

კრებსითი — სრული ვერსია