|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების საფუძველზე მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 100 %-იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და ბალანსზე რიცხული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი დანართი №1 -ის შესაბამისად |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობების და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერ ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტისა და ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლის აქტის ფორმები დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|