„ქალაქ მცხეთის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-06
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-08
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.175.016028
„ქალაქ მცხეთის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 6 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

,,ქალაქ მცხეთის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005  წლის 29 აგვისტოს №726   ბრძანებულების , საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს   63-ე მუხლის  შესაბამისად, 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ქალაქ  მცხეთის  მერიის  თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №5 დადგენილებაში (სსმ,11/08/2014;190040000.35.175.016005)  და ჩამოყალიბდეს   დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი



                    დანართი №1

ქალაქ მცხეთის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

 


მერიის  თანამდებობრივი სარგოები
 

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოები

 

1

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი - მერი

2750

2

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი - მერის პირველი მოადგილე

2050

3

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი -მოადგილე

2050

4

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მერის  თანაშემწე

800

5

წამყვანი  საჯარო თანამდებობის პირი - სამსახურის უფროსი

1490

6

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი -განყოფილების უფროსი

800

7

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი -მთავარი სპეციალისტი

580

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვანი სპეციალისტი

570

9

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროსი სპეციალისტი

560

10

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი -  სპეციალისტი

540

 



კრებსითი — სრული ვერსია