საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1811
2014 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების , „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ (ს/კ 206267494 ), საკუთარი სახსრებით, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, განახორციელოს ორი სარეკლამო რგოლის დამზადების მომსახურების, 26 667,48(ოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდარვა თეთრი ) ლარის ფარგლებში , სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი