ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1783
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017777
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1783  

2014    წლის  30 სექტემბერი  

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტომ შპს „სი-ტი პარკთან“ 2007 წლის 7 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფინანსო (აუდიტორული) და იურიდიული ექსპერტიზის განხორციელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებიდან, 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია