ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1782
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017776
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1782

2014  წლის 30  სექტემბერი 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 31 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა, ქალაქ თბილისში, 2015 წლის მაისში დაგეგმილი „თბილისი - 2015“ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის, ოლიმპიური მძლეოსნობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო მომსახურებების და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია