სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხის, კოდების და საკარიერო გვარეობების და სამხედრო მოსამსახურისათვის მათი მინიჭების უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1757
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017762
სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხის, კოდების და საკარიერო გვარეობების და სამხედრო მოსამსახურისათვის მათი მინიჭების უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1757

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხის, კოდების და საკარიერო გვარეობების და სამხედრო მოსამსახურისათვის მათი მინიჭების უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ

  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. საკარიერო გვარეობებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობების ნუსხას და მათ კოდებს განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.

3. სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალო­ბის, ამ სპეციალობის კოდისა და საკარიერო გვარეობის მინიჭება ხდება იმ დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდე­ბობის პირის მიერ, რომელშიც მსახურობს შესაბამისი სამხედრო მოსამსახურე.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია