სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1750
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017756
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1750

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

     ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რებილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;

     ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

     გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია