ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1738
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017744
ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1738

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 77229,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი აბაშა, მასივი ანჯელი,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 40.12.41.027, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 60572,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი აბაშა, მასივი ანჯელი,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 40.12.41.022, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 15898,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი სენაკი, სოფელი ნოქალაქევი,მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 44.06.24.222, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

დ) ალექსანდრე დალაქიშვილის (პ/ნ №01005036514) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 740,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მცხეთა, სოფელი მუხრანი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.09.40.274, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ე) შპს ,,ZMK‘‘-ს (ს/ნ №205296035) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 10000,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი მცხეთა, სოფელი გოროვანი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 72.08.17.125, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;

ვ) უჩა დოლაბერიძის (პ/ნ №01017020371) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 801,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, სოფელი წავკისი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 81.02.21.110, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია