სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1737
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-09-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017743
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1737

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორი: 3 ცალი 9-მეტრიანი, 26 ცალი 4-მეტრიანი და 68 ცალი 8-მეტრიანი, საერთო მოცულობით: 93,122 მ3, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია