საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1732
2014 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმის ხელმოწერის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელი მოეწეროს „საქართველოსა და ბენინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი