შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა დებულების დამტკიცების შესახებ’’ 2014 წლის 1 სექტემბრის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი, 09/09/2014 სარეგისტრაციო კოდი: (010260020.35.171.016008) და დადგენილებას თანდართული დებულების:
1. სოციალურ საკითხთა დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
,,ზ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების, ადაპტირებისა და აღჭურვისათვის ღონისძიებათა დაგეგმვის და შესაბამის პროგრამათა პროექტების დამტკიცების შესახებ.
|