|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3¹ პუნქტი:
„3¹. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით) და ბლანკი, რომლებიც ინახება წარმომადგენელთან. ბეჭედი გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების გაცემის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|